საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის შეხვედრა ლატვიის საეიმას ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან

15 იანვარს, ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის - გივი მიქანაძის შეხვედრა ლატვიის პარლამენტის, საეიმას ადმინისტრაციის იურიდიულ დირექტორთან - იევა ვილუმასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორთან - იურის ვიგულისთან და ანალიტიკური სამსახურის უფროსთან - ინესე გრუმოლტე - ლერესთან.

 შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ლატვიისა და საქართველოს პარლამენტების ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში; მათ შორის, მხარეებმა იმსჯელეს ბალტიის ქვეყნების და საქართველოს საკოორდინაციო თანამშრომლობის ფორმატის (3+1) შექმნის საკითხზეც.