საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორთან, დოქტორ ანდრის სპრუდსთან

მ.წ. 31 იანვარს საელჩოში გაიმართა საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის შეხვედრა ლატვიის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორთან, დოქტორ ანდრის სპრუდსთან.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხებს, კერძოდ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე რუსულ ოკუპაციას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში არსებულ განვითარებებს. 

მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.