საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა სტუდენტებთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ რიგის სამართლის უმაღლესი სკოლის (RGSL) მიწვევით, შვედეთის და ლატვიის ელჩებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სტუდენტებთან შეხვედრაში.

შეხვედრის - "შეხვდი ელჩებს" ფარგლებში, ქართველმა, ლატვიელმა და შვედმა დიპლომატებმა დიპლომატიაზე და მის როლზე, ასევე დიპლომატის პროფესიაზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ელჩებმა სტუდენტებს პირადი გამოცდილება გაუზიარეს.