საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან რაიმონდს ბერგმანისთან

10 დეკემბერს საქართველოს ელჩი, თეა მაისურაძე შეხვდა ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მოქმედ მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. ლატვიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და დააფიქსირა, რომ განუზომლად დიდია საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. საუბარი ასევე შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის, ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი მიმართულებით. 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal