საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტა ანდა ტერაუდასთან

მ.წ. 4 თებერვალს ელჩმა თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ლატვიის საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტა ანდა ტერაუდასთან. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ევროინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმების და გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ევროპული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან შეხვედრაზე დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი, რომლის საბოლოო მიზანს ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს.