საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელთან, იანის სარტსთან

მ.წ. 5 თებერვალს ელჩმა თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელთან, იანის სარტსთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ მიმდინარე პროექტებს, რომელსაც ცენტრი ახორციელებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში და რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულების განვითარებას საქართველოში. ელჩმა მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. აღინიშნა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობა.