საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა BEREC-ის სააგენტოს დირექტორთან ლასლო იგნეცისთან

მ.წ. 7 თებერვალს გაიმართა ელჩის თეა მაისურაძის შეხვედრა რიგაში ელექტრონული კომუნიკაციების ევროპული რეგულაციების სააგენტოს დირექტორთან ლასლო იგნეცისთან. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას სააგენტოსთან. აღინიშნა, რომ სააგენტოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან გაფორმებული მემორანდუმი შემდგომში თანამშრომლობის გაღრმავების კარგ საფუძველს იძლევა.