საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ლატვიის თავდაცვის მინისტრთან არტის პაბრიკსთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრს არტის პაბრიკსს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის საკითხებს, კერძოდ, ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. 
ლატვიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.