საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან

მ.წ. 12 თებერვალს გაიმართა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თეა მაისურაძის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რიჰარდს კოლსთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაზე რიჰარდ კოლსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ლატვიის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან აღნიშნა, რომ ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.