საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დისკუსია რუსეთის არალეგალურ სამხედრო ყოფნაზე

2019 წლის 26 თებერვალს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საელჩოების ორგანიზებით, რიგის სამართლის უმაღლეს სკოლაში (RGSL) გაიმართა საჯარო დისკუსია რუსეთის არალეგალურ სამხედრო ყოფნაზე საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვას რესპუბლიკაში. 

ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა - თეა მაისურაძემ; მოლდოვას ელჩმა - ევგენი რევენკომ, უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა - ალისა პოდოლიაკმა და ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დიერქტორატის გენერალურმა დირექტორმა - ილგარს კლავამ. 

დისკუსიას მოდერატორობა გაუწია აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოლდოვას რესპუბლიკაში, ჯეიმს პეტიტმა. ღონისძიება გახსნა რიგის სამართლის უმაღლესი სკოლის რექტორმა, პროფესორმა იანის იკსტენსმა. დისკუსიას ესწრებოდნენ ლატვიის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებების, საეიმას, რიგაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე სტუდენტები.