საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია

მ.წ. 22 მარტს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის მიერ ორგანიზებულ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. კონფერენცია გახსნეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ანდრის პელსშმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დან ნიკოლესკუმ. კონფერენციის ფარგლებში, რომელშიც ლატვიის და რუმინეთის სამთავრობო, საკანონმდებლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა, იმსჯელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, მის შედეგებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ელჩის გამოსვლაში აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ევროინტეგრაციის გზაზე და კვლავ გააგრძელებს აქტიურ კონტრიბუციას და ჩართულობას ფორმატის ეფექტიანობისთვის, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პოლიტიკური ამბიციები უფრო შორს მიდის და მისი მიზანია ევროკავშირის წევრობა, რაც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით. თეა მაისურაძემ დააფიქსირა, რომ რუსული აგრესიის პარალელურად, საქართველო წლების მანძილზე გაორმაგებული ძალისხმევით წარმატებით აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე და ცდილობს ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას.