საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ლატვიაში მცხოვრებ ქართველებთან

2019 წლის 30-31 მარტს ლატვიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, რატი ბრეგაძის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ლატვიაში მცხოვრებ ქართველებთან. 

შეხვედრის ფარგლებში რატი ბრეგაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დიასპორის წარმომადგენლებს სამინისტროს ყველა იმ ინიციატივის და ფორმატის შესახებ, რომელიც დიასპორის ჩართულობას და სამშობლოსთან მათ დაახლოებას ისახავს მიზნად. სამუშაო შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული კერძები.