საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკვირაო სკოლის საზეიმო გახსნა

30-31 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, რატი ბრეგაძის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში საკვირაო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. 

რატი ბრეგაძემ მონაწილეებთან ისაუბრა საკვირაო სკოლის როლზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. ბავშვებს სასწავლო წიგნები გადაეცათ. 

სკოლის გახსნის ფარგლებში ისაუბრეს საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა: ანა ოკრიბელაშვილმა, გოჩა ხუსკივაძემ და რუსუდან ბასარიამ. აღინიშნა, რომ სკოლა კიდევ უფრო გაფართოვდება, ხოლო სასწავლო პროცესი გახდება უფრო მრავალფეროვანი. ამჟამად საკვირაო სკოლაში ბავშვები ქართულ ენას, ხატვას და მუსიკას ეუფლებიან.