საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი

20-23 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით. 

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ ლატვიის საეიმას თავდაცვის, საშინაო საქმეებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარეს, იურის რანცანსს და აღნიშნული კომიტეტის წარმომადგენლებს, ასევე ლატვიის საეიმაში საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის განვითარების ჯგუფის თავმჯდომარეს, აინარს ლატკოვსკისს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი რიგაში არსებულ ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრში, სადაც კომიტეტის წევრები შეხვდებიან ცენტრის დირექტორს, იანის სარტსს და დაგეგმილია შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტთან, არტის პაბრიკსთან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები მოინახულებენ ადაჟის სამხედრო ბაზას.