საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რიგაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიძღვნილი საზეიმო მიღება

27 მაისს, ლატვიის რესპუბლიკაში, ქ. რიგაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერმა, ინარა მურნიეცემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, მთავრობის, ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

"ქართულმა კვარტეტმა" და ლატვიაში მცხოვრებმა ქართველმა მეცო სოპრანომ, ცირა თოლორდავამ შეასრულეს საქართველოს და ლატვიის ჰიმნები, ასევე ქართული და ლატვიური სიმღერები.

ღონისძიებას გენერალური სპონსორობა გაუწიეს კომპანიებმა: "თელიანი ველი" და "ბორჯომი".