საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

მიმდინარე წლის 27-28 მაისს, ქ. თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართულ დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა: ანა ოკრიბელაშვილმა და გოჩა ხუსკივაძემ. 
ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემატურ სამუშაო ჯგუფებში: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. 
ლატვიის რესპუბლიკიდან ფორუმზე მომხსენებლებად წარსდგნენ განათლების საკითხზე თემატურ ჯგუფში, ანა ოკრიბელაშვილი, პრეზენტაციით - „ლატვიაში საქართველოს საელჩოსთან არსებული საკვირაო სკოლის მოღვაწეობა: მიღწევები და გეგმები“, ხოლო კულტურის საკითხზე თემატურ ჯგუფში, გოჩა ხუსკივაძე, პრეზენტაციით - „ჩვენ ვხატავთ საქართველოს“.

ფორუმის თემატური დისკუსიების დროს გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს სამინისტროს სამომავლო გეგმებში, იმ პროგრამებსა და პროექტებში, რომლებიც დიასპორის ჩართულობით სამომავლოდ განხორციელდება.